Wednesday, July 14, 2010

პ რ ო ე ქ ტ ი

ტყე ჩვენი სიმდიდრეა , მას დაცვა და გაფრთხილება უნდა!

პროექტის სახელი: ჩვენი ქვეყნის ნაკრძალები

პროექტის მოკლე აღწერა: ბუნების დაცვის საუკეთესო საშვალებაა ნაკრძალების შექმნა. ნაკრძალებში დაცულია მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობები. საქართველოში 15 ნაკრძალია. ჩვენში ნაკრძალებად გამოცხადებულია მთისა და ბარის ბუნების საუკეთესო ადგილები. მათ უვლიან, უფრთხილდებიან და იცავენ.

პროექტის სრული აღწერა: მოდით , მოვინახულოთ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი ნაკრძალი და გავეცნოთ – როგორია მათი ბუნება.

I ჯ გ უ ფ ი წარმოგვიდგენს ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ ინფორმაციას.

საქართველოში პირველად ლაგოდეხის ნაკრძალი შეიქმნა 1912 წელს. იგი კახეთში, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მისი ტერიტორია მთიანია და საერთო ფართობი 240 კმ კვადრატს –ს აღემატება.

ნაკრძალში დაცულია მცენარეთა მრავალსახეობა. ტყეები წარმოდგენილია 1000–ზე მეტი სახეობით,რომელთა 1⁄7 ხემცენარეა.

ნაკრძალი მშვენიერია წელიწადის ყოველ დროს.

.

II ჯგუფი წარმოგვიდგენს ბორჯომის ნაკრძალის შესახებ ინფორმაციას.

ბორჯომის ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს, ხოლო ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი 1995 წელს. ეროვნული პარკის ფართობია 760კმ კვადრატი, რის მიხედვითაც იგი ერთ–ერთი უდიდესია ევროპაში. ნაკრძალში დაცულია ბორჯომის ხეობის უნიკალური ტყის მასივები, მაღალი მთის ფიჭვი. ნაკრძალში ნაძვისა და სოჭის მუქწიწვიანი ტყეებია, რომელიც ძალიან ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში.

III ჯგუფი წარმოგვიდგენს ვაშლოვანის ნაკრძალის შესახებ ინფორმაციას.

ვაშლოვანის ნაკრძალი შეიქმნა 1935წელს, ხოლო ვაშლოვანის ეროვნული პარკი–2003წელს. ვაშლოვანის ნაკრძალი საქართველოს ერთ–ერთ ულამაზეს კუთხეში–კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონში, მთებსა კლდეებს შორის მოქცეულ ჩადაბლებაში მდებარეობს, მდინარე ალაზანსა და ოვრის ზეგანს შორის, აზერბაიჯანის საზღვართან.


მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.

ვადები–ხანგრძლივობა: 1 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები იმუშავებენ რუკასთან, ასევე მოიძიებენ ფოტო–მასალას, ერთმანეთს გაუზიარებენ აზრს, გაიმართება დისკუსია.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ–ჩვევებს, შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება საინტერესო მასალა ნაკრძალების შესახებ.

სარგებელი სხვებისთვის: ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მეშვეობით მაძიებლები გაეცნობიან ნაკრძალებს.

სამუშაო ენა: ქართული